მოქალაქე მაია ეჯიბია აცხადებს რომ ძიძამ ჩვილ ბავშვზე ფიზიკურად იძალადა. [ვიდეო/video]
"ეს მთელმა ფოთმა უნდა იცოდეს რადგან სხვის შვილსაც იგივე არ დაემართოს. ყველა ვიდეო და ფოტო იხილეთ აუცილებლად და გაიცანით ნათია ლორია ის მამა ნიკოლოზის ცოლის დაა. დარწმუნებული ვიყავი რომ კარგად ექცეოდა გაბრიელს და ღრმად ვენდობოდი მაგრამ ერთ დღეს ნახევარი საათი ტიროდა ჩემი შვილი და გვერდით კორპუსში გაიგეს, რომ ვიკითხე ბავშვის ტირილის დროს ძიძა სად იყო 3ჯერ სხვადასხვა პასუხი მივიღე რამაც დამაეჭვა და დავიწყე ფარული მეთვალყურეობა დანარჩენი იხილეთ ვიდეოებში და კომენტარებში ველოდები პასუხებს რა ეკუთვნის ასეთ ძიძას. სასჯელი?", - წერს მაია ეჯიბია.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მეორე დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება - "ძიძის მხრიდან ჩვილზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ძიძა ჩვილზე ძალადობს. ბავშვის დედის განცხადებით, ეჭვის საფუძველზე სახლში ვიდეოკამერა დაამონტაჟა და ძალადობის კადრები თავად იხილა. ვიდეომასალა ინტერნეტში დედამ გაავრცელა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს."