დაკარგული ნივთები პატრონს დაუბრუნდა

2019-08-13 00:39:16

ინფორმაციას რომელიც "ინფო რუსთავის" ჯგუფებში გავრცელდა ფულისა და საბუთების პოვნასთან დაკავშირებით ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. პოსტს 2000-ზე მეტი გაზიარება აქვს და მომხმარებლების ნაწილი გაოცებასაც გამოხატავს რომ ამ დროში უკვირთს მსგავსი საქციელი.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე "ინფო რუსთავმა"  გადაწყვიტა გაგაცნოთ ის მამაკაცი, ვინც საფულე იპოვნა და პატრონს დაუბრუნა.

მამაკაცი, რომელმაც 10 აგვისტოს საფულე, თანხასთან და საბუთებთან ერთად იპოვნა 36 წლის გიორგი პოჩიკაშვილია.

"საფულე ვიპოვნე მშრალ ხიდზე, რა თქმა უნდა, გავხსენი, რათა მენახა საბუთები და გამეგო ვის ეკუთვნოდა, აღმოჩნდა რომ პიროვნება იყო რუსთაველი, ამიტომ დავურეკე ჩემს მეგობარს გიორგი ჩომახაშვილს, გიორგიმ დადო "პოსტი" და ზუსტად ერთ საათში დამიკავშირდა პატრონი. ძალიან გაკვირვებული და გახარებული იყო ეს კაცი, მაგრამ მე უფრო მიხაროდა რომ დავეხმარე. აქვე ავღნიშნავ რომ ეს არ არის რაიმე განსაკუთრებული ამბავი, ვფიქრობ უმეტესობა ამას გააკეთებდა. მთავარია რომ ყველა ნივთი მეპატრონეს დაუბრუნდა", - განაცხადა გიორგი პოჩიკაშვილმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას.