12 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 12-13 აგვისტოს საქართველოს დაბლობსა და ბარში +24, +29, ხოლო 14-15 აგვისტოს +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 12 აგვისტო +31°C, 13 აგვისტო +31°C, 14 აგვისტო +32°C, 15 აგვისტო +34°C.