გადაყრილი თუ დაზოგილი ფული

2019-08-10 10:35:57

რუსთავში, მშვიდობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.

ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად, რომლისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 1 221 776 ლარი  გამოიყო, გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც კომპანია „ჰერიოს გაიმარჯვა.

პროექტის მიხედვით, კომპანიას  სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის 29 აგვისტოს უნდა დაესრულებინა, თუმცა სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. სამუშაოების დროულად არ შესრულების გამო კომპანიას ხელშეკრულება შეუჩერდა და ჯარიმა დაეკისრა.

რატომ არ შეუჩერდა კომპანია „ჰერიოს“ ხელშეკრულება დროულად, როდის აღდგება მშვიდობის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები და რამდენი ლარი დაიხარჯა ქალაქის ბიუჯეტიდან შეუსრულებელი სამუშაოებისთვის?

აღნიშნულ თემაზე გთავაზობთ „ინფო რუსთავის“ ვრცელ ინტერვიუს ქალაქის მერთან ირაკლი ტაბაღუასთან.

- როდის დაიწყო აღნიშნულ პროექტზე მუშაობა?

- ჩვენ აქტიური თანამშრომლობა დავიწყეთ 2017 წლიდან, ინფრასტრუქტირის სამინისტროსთან, რომელმაც მზაობა გამოთქვა ამ ლოგიკური პროექტის განხორციელებაზე და პროექტის დაყოფა მოხდა შემდეგნაირად: პირველი ლოკაცია აღებულ იქნა სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია, კუზიანი ხიდიდან გაჩიანის ხიდამდე, მეორე ლოკაცია იყო კუზიანი ხიდიდან მთლიანი მშვიდობის ქუჩის გაყოლებაზე აზოტი გზის დასაწყისამდე და მესამე ლოკაცია, რაც მთავარია, ყველაზე დიდი მოონაკვეთი 7 კილომეტრიანი მონაკვეთი აღებულ იქნა რუსთავის ახალი სასსაფლაოს გაჩიანის გადასახვევიდან აეროპორტის ტრასის ცენტრალურ მაგისტრალამდე.

2017 წელსვე მოხდა თანხების აკუმულირება და 2018 წელს დაიწყო ამ პროექტების გახორციელება. მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა ფინანსური საშუალება იმდენი, რომ მთლიანად მშვიდობის ქუჩის პროექტი ბოლომდე მიეყვანა, ფინანსური რესურსიდან გამომდინარე, მოხდა ამ პროექტის ორ ნაწილად გაყოფა და მეორე ნაწილის დაფინანსებაში თვითმმართველი ერთეულის აქტიური ჩარევით საერთაშორისო კომპანია ბიპი-ზეა საუბარი, გამოყო თანხა, რომელიც გრანტის სახით ჩაერიცხა მუნიციპალური განვითარების ფონდს და ამ გზი ნაწილი, მის მიერ მოხდა ტენდერის გამოცხადება და მის მიერ მოხდა აღნიშნული მონაკვეთის დამთავრება.

მთლიან პროექტს თუ განვიხილავთ, აქ არის დაახლოებით 10 კილომეტრზე მეტი მონაკვეთი განსაზღვრული. რუსთავის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი, შემოვიდა კომპანია, რომელმა კომპანიამაც არ შეასრულა ვალდებულება და ქალაქი  ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დააყენა.

- რა თანხა ჩაერიცხა კომპანიას და რა თანხაზე იყო გამოცხადებული ტენდერი?

- 1 581 823  ღირებულების იყო პროექტი, თავდაპირველი ღირებულება და კომპანიამ, რომელმაც გაიმარჯვა 1 221 776 ლარში დააკლო 360 047 ლარი აღნიშნულ წინადადებას. 1 221 776 ლართან მიმართებაში კომპანიის მიერ შესრულდა 714 81,67 ლარის სამუშაო, რაც ექსპერტიზამ დაადასტურა. 136 000 ლარის სამუშაო, რომელიც წარმოადგინა მაგრამ ექსპერტიზა ამ  სამუშაოს არ ეთანხმება ჯერ. კომპანიას, რომელსაც აღნიშნულ სამუშაოებზე, ბიუჯეტიდან თანხა გავიდა იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიამ ვალდებულება დაარღვია, მას ერიცხებოდა, როგორც სანქცია, ასევე საურავი ამ ნაწილში. შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე, ყოველ შესრულებულ სამუშაოზე აკლდებოდა 10% , რომ ყოფილიყო გარანტია, რომ შესაბამისი ხარისხის გზა დაეგოთ. კომპანიას ვალდებულებაში ეწერა, რომ თუ იგი ვერ შეასრულებდა სამუშაოს, წარმოდგენილი ჰქონდა საბანკო გარანტია 122 000 ლარზე, ეს თანხაც ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში უნდა წამოსულიყო რუსთავის ბიუჯეტში.

- რა თანხა ჩაერიცხა კომპანიას და რა დაბრუნდა რუსთავის ბიუჯეტში?

- ჯამში, რაც ჩამოვთვალეთ, ამ ოპერაციებიდან კომპანიის ანგარიშზე ბიუჯეტიდან თანხა გავიდა, 366 000 ლარი. ქალქის ბიუჯეტში დაბრუნდა 338 000 ლარი.

- რატომ არ შეუწყდა კომპანიას დროულად ხელშეკრულება?

- როდესაც ტენდერი ცხადდება, ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება საგარანტიო პირობებთან ერთად და დაახლოებით ერთწლიან ხელშეკრულებაზეა ხოლმე საუბარი. მაგრამ ეს ხელშეკრულება იმას არ ნიშნავს, რომ მთლიან პერიოდში, რაც არის განსაზღვრული, რომ იქ იმუშაოს. ამ ხელშეკრულებაში არის პირობა, რომელ მიხედვითაც მან უნდა შეასრულოს შესასრულებელი სამუშაო, რითიც მოახდინა ხელშეკრულების გაფორმება მუნიციპალიტეში. 2018 წელი ჩვენ გვახსოვს, რომ იყო უხვნალექიანი და ბევრ კომპანიას აღნიშნულის გამო გარკვეული სირთულეები შეექმნა. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიამ გარკვეულ ლოკაციებზე და გარკვეულ მიმართულებით, მაგალითად სანიაღვრე ჭის მოწყობა, რომელიც დაასრულა ექსპერტიზამ დადო დასკვნა, რომ კარგი ნამუშევარია. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ამ კომპანიასთან ხელშეკრულების ვალდებულების გაწყვეტის შემთხვევაში, ის პერიოდი, რომელი პერიოდითაც შესაძლებელი იქნებოდა, რომ ექსპერტიზა მოგვეწვია და ის პროცედურები გაგვევლო, რაც დროში გაიწელებოდა, კომპანიამ დამატებითი სადაზღვევო ვალდებულებების და გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მივეცით საშუალება, რომ მას კიდევ ერთხელ გამოესწორებინა ის ვალდებულებები. ჩვენი აპრიორი არ არის ვინმეს დასჯა, პირიქით, ჩვენი აპრიორია, რომ არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან ფული და კეთილსინდისიერად და ხარისხიანად მიუყვეს იმ სამუშაოებს რაც ბიუჯეტით არის გათვალისწინებული.

- იყო თუ არა კომპანია „ჰერიოს“ ამბავი ქალაქისთვის გარკვეული გაკვეთილი?

- „ჰერიოს“ გარდა, ოთხი ლოკაცია გვაქვს ჩვენ ქალაქში. მოხდა ისე, რომ მასობრივი პროექტებზე ისეთი კომპანიები შემოვიდნენ, რომლებმაც ქალაქი აზარალეს. იყო სამი კომპანია, რომლებიც ანალოგიურ სიტუაციაში ჩავარდნენ, ანალოგიური სანქციებით, ანალოგიური ჯარიმებით და შავ შიაში შეყვანით. ამით ჩვენ ვფიქრობთ, რომ სხვა მუნიციპალიტეტებს და ქვეყანას ავარიდეთ ეს კომპანიები, უბრალოდ რუსთავის მაგალითზე მოხდა ეს.

- ადეკვატურია თუ არა 366 000 ლარი იმ სამუშაოებისთვის, რომელიც კომპანიამ შეასრულა?

- იმ მომსახურე ექსპერტიზის გარდა ჩვენ ცალკე სამხარაულში გვაქვს ექსპერტიზაზე გაგზავნილი შესრულებული სამუშაოები, თუ რა სახის მასალა იყო გამოყენებული. ექსპერტიზა მუშაობს იმ ნაწილზე, რომ ის შესრულებული სამუშაო, რაც მან გასწია ის სამუშაო თავიდან ხომ არ არის ჩასატარებელი. ამ დასკვნას ველოდებით. მინდა განვაცხადო, რომ მივდივართ იქამდე, რომ თუ მივიღებთ თანხმობას და იმედია გვექნება, კანონიც გვაძლევს საშუალებას, რომ გამარტივებული, პირდაპირი შესყიდვის გზით მოვახდინოთ კეთილსინდისიერი კომპანიის შეთავაზების მიღება და პირდაპირი წესით მოვახდინოთ ხელშეკრულების გაფორმება, სადაც უკვე თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა იქნება ჩემზე.