რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, გარე განათების ლითონის ბოძებს შავად ღებავენ.
აღნიშნული სამუშაოები მეგობრობის გამზირზე რამდენიმე დღის წინ დაიწყო და შარტავას გამზირზე, შუაგამყოფ ზოლზე გაგრძელდება.
პარალელურად ხდება განათების სისტემის მოწესრიგება და რეაბილიტაცია.
სამუშაოებს რუსთავსერვის ცენტრი ასრულებს.