რუსთავში ბავშვმა დამწვრობა მიიღო

2019-08-10 00:22:52

რუსთავში ცხელი წყლით 2 წლის გოგო დაიწვა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ბავშვს სხეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს თერმული დამწვრობები, ძირითადად მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა. გოგონა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მშობლებმა მიიყვანეს.

"ჩვენს კლინიკაში მას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, კატასტროფის ეკიპაჟმა ბავშვი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა. ბავშვის სასიცოცხლო მაჩვენებლები სტაბილურია, გოგონას სხეულის 11 % აქვს დამწვარი. ბავშვის გადაყვანა ხდება სპეციალურ კლინიკაში სპეციფიური მკურნალობის მიზნით", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა თეა გელაშვილმა.

გოგონას სიცოცხლისთვის სახიფათო დამწვრობა არ აქვს.