მერიის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდა

2019-08-09 15:57:14

რუსთავში საკრებულოს სხდომის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი მერიის თანამშრომლების ანაზღაურების გაზრდა იყო.

ხელფასის ზრდის მიზეზად მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეების პროფესიონალიზმის წახალისებისა და ხელშეწყობა დასახელდა, რაც ეფექტიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებასა და საჯარო სამსახურის სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

თაბამდებობრივი სარგოები გაეზარდათ:

1. აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტს - 300 ლარით.

2.ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ეკონომიკური განვითარების განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი - 300 ლარით.

3. არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს - 200 ლარით.

4. ჯანდაცვის, სოციალური მომსახურეობის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის სოციალური მომსახურეობის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტებს: 1 მოხელეს - 300 ლარით, 2 მოხელეს - 100 ლარით, 1 მოხელეს - 200 ლარით.

5. ჯანდაცვის, სოციალური მომსახურეობის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის ჯანმრთელობის  დაცვის განყოფილების საჯარო მოხელეებს - პირველი კატეგორიის უმროს სპეციალისტებს: 1 მოხელეს - 200 ლარით, 5 მოხელეს - 100 ლარით, მეორე კატეგორიის უმცროს სპეცილისტს 1 მოხელეს - 100 ლარით. 

ანაზღაურება მერიის 14 თანამშრომელს მოემატა, ცვლილებების განხორციელება სექტემბრიდან შევა ძალაში და ჯამში წლის ბოლომდე 9 200 ლარის დამატებას მოითხოვს.

მერიაში აცხადებენ რომ არსებული ცვლილებების განხორციელება ხდება შრომის ანაზღაურების ფონდში არსებული ეკონომიების ხარჯზე.