"ინტერტრანსი" 10 მიკროავტობუსს დაამატებს

2019-08-11 11:16:09

რუსთავი-თბილისის მიმართულებით გადასაადგილებლად სხვადასხვა ლოტებზე 10 მიკროავტობუსი დაემატება.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ე.წ. მეტალურგია-გლდანის მარშრუტს დაემატება 1, გმირთა მეომორიალი-ვარკეთილი მარშრუტს 7 და ფიროსმანის ქუჩა-სპორტის სასახლის მარშრუტს 2 მიკროავტობუსი.

"დებულებით იყო განსაზღვრული 205 მიკროავტობუსი, მაგრამ ხელშეკრულებით ჩვენ ვალდებულება გვქონდა 195. უბრალოდ ეს იყო მექანიკური შეცდომა და ჩვენს მიერ ხდება ამ შეცდომის გამოსწორება პირდაპირ და კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ დებულებით რაც არის ვამატებთ 10 მიკროავტობუსს სხვადასხვა ლოტებზე", - განაცხადა ინტერტრანსის დირექტორმა სანდრო ჯაფარიძემ.