რუსთავის ბიუჯეტმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

2019-08-09 13:45:05

რუსთავის ბიუჯეტში ჭარბი შემოსავლები დაფიქსირდა, რამაც ბიუჯეტის გაიზარდა გამოიწვია - ამის შესახებ რუსთავის საკრებულოში, საფინასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.

ბიუჯეტში დაფიქსირებული 1 301 300 ლარი, ძირითადად გზების რეაბილიტაციასა და შეჩერებული პროექტების გაგრძელებას მოხმარდება.

ქალაქის ბიუჯეტი, ბანკში განთავსებული დეპოზითზე დარიცხული პროცენტებით, სანებართვო მოსაკრებლებით და სხვადასხვა სანქციებით, ჯარიმებითა და საურავებით არის გაზრდილი და შეადგენს 64 019 500 ლარს.

"ჭარბი შემოსავლები დაფიქსირდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, 1 301 300 ლარი, რომელიც ძირითადად გადანაწილებულია გზების რეაბილიტაციის ფარგლებში და მოხმარდება შეჩერებლი პროექტების გაგრძელებას" - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან კავთიაშვილამა