რუსთავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთმანეთს 4 ავტომობილი დაეჯახა. [ვიდეო/video]
არსებული ინფორმაციით "ტოიოტას"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ "ფორდი"-ს მარკის სამგზავრო მიკროავტობუსს, ხოლო შემდეგ გაჩერებულ "შკოდა"-ს და "ნისანი"-ს მარკის ავტომობილებს დაეჯახა.
მიკროავტობუსის მძღოლი "ინფო რუსთავთან" აღნიშნავს რომ მას მგზავრის ჩამოსმა სურდა რა დროსას მარჯვნიდან მსუბუქი ავტომობილი ასწრებდა. "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლი კი აცხადებს რომ მიკროავტობუსმა მოულოდნელად გადაუჭრა გზა რა დროსაც მოხდა შეჯახება.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 4 ავტომობილი.