8 აგვისტოს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-08-07 20:09:20

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 8 აგვისტოს 14:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში დავით გარეჯის, მშვიდობის, ჯავახიშვილის, სააკაძის, მაზნიაშვილის, მშენებელთა და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.