ჰაერის დაბინძურება რუსთავში

2019-08-08 10:58:03

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმო სფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაე რშ ი განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

30 ივლისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა რუსთავში - 1.4-ჯერ, ქუთაისში - 1.1-ჯერ, ხოლო თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ. 31 ივლისს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ, რუსთავში-1.5-ჯერ, ხოლო ,,ილიას ბაღში“ უმნიშვნელოდ. 4 აგვისტოს რუსთავში- 1.2-ჯერ, ხოლო 5 აგვისტოს ისევ რუსთავში-1.4-ჯერ. 1, 2 და 3 აგვისტოს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

ყოველკვირეულად ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.