კომპანია ინტერტრანსი განცხადებას ავრცელებს

2019-08-06 19:36:53

კომპანია ინტერტრანსი განცხადებას ავრცელებს:

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში მეტრომანის ბარათით გადახდა შეფერხებულია. გაცნობებთ, რომ საქართველოს ბანკმა, რომელიც გადახდის სისტემის გამართულად ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი სისტემა გათიშა. კომპანია ინტერტრანსი აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე ტარნსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა მეტრომანის გარდა საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით არის შესაძლებელი.