გოგონა რუსთავში სიმაღლიდან გადმოვარდა

2019-08-08 00:26:19

რუსთავში, ერთერთ მიკრორაიონში 9 წლის გოგონა სიმაღლიდან, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან ჩამოვარდა.

დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"პაციენტი შემოყვანილია, სიმაღლიდან ვარდნის შემდგომ. ჩვენთან ჩაუტარდა შესაბამისი დახმარება და გადაყვანილია საოპერაციოდ ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში. პაციენტის მდგომარეობა ამჟამად არის სტაბილური და იმყოფება მათი მეთვალყურეობის ქვეშ", - განაცხადა გადაუდებელი დახმარების ექიმმა შორენა ძამუკაშვილმა.

ბოლო ინფორმაციით გოგონას ჩაუტარდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.