გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 აგვისტოს 06:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში კოსტავას, რუსთაველის, მეგობრობის, ბათუმის, კლდიაშვილის, ბალანჩივაძის, შევჩენკოს და მიმდებარე ქუჩებზე, მე-17, მე-19, მე-12, მე-16, მე-18 მიკრორაიონებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.