დარღვევები ქვემო ქართლის რეგიონში

2019-08-06 11:55:48

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო კონტროლი ქვემო ქართლის რეგიონში 100-მდე ობიექტს ჩაუტარა. ლაბორატორიული კვლევისთვის, 100-ზე მეტი ნიმუში იქნა აღებული. დოკუმენტურად კი 50-მდე ობიექტი შემოწმდა.

სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის, მირანგულა ლიპარტელიანის თქმით, კრიტიკულ შეუსაბამობაზე დაიკდეტა 5 ობიექტი, აქედან 2 მარკეტი და 3 ხორცის სარეალიზაციო ობიექტი.

"ქვემო-ქართლში კრიტიკულ შეუსაბამობაზე დაიკდეტა 5 აქედან 2 მარკეტი და 3 სარეალიზაციო ობიექტი. კრიტიკული დარღვევები რუსთავში არ ყოფილა, თუმცა სხვა ტიპის დარღვევები აღინიშნებოდა და მიეცათ რეკომენდაციები" - განაცხადა მირანგულა ლიპარტელიანმა

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი ობიექტები 1000 ლარით დაჯარიმდებიან და საწარმოო პროცესი იქმადე შეუჩერდებათ, სანამ არ გამოასწორებენ არსებულ პირობებს.