საშინელი ავარია რუსთავში [video]

2019-08-07 00:05:27

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, მშვიდობის ქუჩაზე. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ჰონდას" მარკის ავტომობილის მძღოლი მშვიდობის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც ბეტონის ჯებირს შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა, პაციენტი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანა.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ დავით გოგოძემ, "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, რომ პაციენტს მძიმე დაზიანებები აქვს და რეანიმაციაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე 1 წელზე მეტია გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, არ არის განათება და დაზიანებულია გზის სავალი ნაწილი. ავტომობილის მძღოლმა ჩაბნელებულ ქუჩაზე ბეტონის ჯებირი ვერ შეამჩნია და შეეჯახა.


ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები