რუსთაველ ახალგაზრდას დახმარება ესაჭიროება

2019-08-05 20:39:19

რუსთაველ ახალგაზრდას, მარიამ ლაბაძეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.

მარიამს მეორე ბავშვზე ორსულობის დროს, გაეთიშა თირკმელები, ამან გამოიწვია სეფსისი და სხვა ორგანოების დაზიანებაც.

ღუდუშაურის კლინიკაში ორთვიანი მკურნალობის შემდეგ აუცილებელია მისი მკურნალობა თურქეთის კლინიკაში გაგრძელდეს, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

მკურნალობისთვის საჭიროა 50 000 ევრო, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია.

ოჯახის მეგობრები თხოვნით მიმართავენ რუსთაველებს რომ გაიღონ შემოწირულობა და დაეხმარონ მარიამ ლაბაძეს.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ანგარიშზე GE47 BG00 0000 0101 0971 47 და თიბისი ბანკის ანგარიშზე GE35 TB75 9864 5061 1001 02 მიმღები ალიკო შუბითიძე.