სუიციდი რუსთავში

2019-08-06 00:21:03

რუსთავში, VII მიკრორაიონში 27 წლის მამაკაცმა თავი საკუთარი ბაღის ეზოში ჩამოიხრჩო.

როგორც "ინფო რუსთავს" გარდაცვლილის ნათესავმა განუცხადა მამაკაცი გუშინ საღამოს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მოგვიანებით კი მათ დაემშვიდობა და თავის ბაღში ჩავიდა, მისივე ცნობით გარდაცვლილი დილით დედამ ბაღში ჩამომხრჩვალი იპოვნა. სუიციდის მიზეზი უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.