6 აგვისტოს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-08-05 19:19:16

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 აგვისტოს 07:00-დან 07:30 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში შარტავას, ტაშკენტის, სპორტის ქუჩებზე, მე-20 მიკრორაიონში. 10:00-დან 15:00 საათამდე - რუსთავში მშვიდობის ქუჩაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.