მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-08-04 23:08:59

5-6 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 5 აგვისტოს ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, ხოლო აღმოსავლეთ საქრთველოს ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 5 აგვისტო +31°C, 6 აგვისტო +28°C, 7 აგვისტო +28°C, 8 აგვისტო +31°C.