რუსთავში წვრილმანი ქურდობის ფაქტი გახშირდა.
ქურდობის შემთხვევების ზრდაზე მოსახლეობის მხრიდან სოციალურ ქსელში გავრცელებული ფაქტებიც მეტყველებს.
რუსთაველების თქმით იმატა უბნებში ბინების, ლიფტების, ავტომობილებისა და მაღაზიების ძარცვამ, ველოსიპედების და საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულებიდან სარეცხის მოპარვამ, ხშირ შემთხვევაში მოსახლოება პოლიციას არ მიმართავს, რადგან მძარცველების მოპარული ნვთები ან თანხა არ აღემატება 100 ლარს.
მოსახლეობა "ინფო რუსთავის" ჯგუფებში მსგავსი ქურდობების შესახებ წერს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.