უკრაინაში 119 ადამიანი დააკავეს

2019-08-03 14:08:06

უკრაინის პოლიციამ კიევის ერთ-ერთ ბაზარში 119 არალეგალი დააკავა.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის საქართველოს, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის მოქალაქეები არიან. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„ოპერატიულ-პროფილაქტიკური სამუშაოების ფარგლებში დავაკავეთ 119 არალეგალი უცხოელი. შედგენილია 59 ადმინისტრაციული ოქმი 203-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევის ფაქტზე, რაც უკრაინის მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევას გულისხმობს“, - განაცხადა კიევის პოლიციის ტრეფიკინგთან ბრძოლის სამმართველოს უფროსმა ტატიანა ზინევიჩმა.

50 დაკავებულს იძულების წესით სამშობლოში დააბრუნებენ, 36 ადამიანს უკრაინაში ყოფნის ვადა შეუმცირდა, კიდევ 10 ადამიანი უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა დროებითი მოთავსების პუნქტებში გადაიყვანეს.