გარდაიცვალა 5 და დაშავდა 15 ადამიანი

2019-08-03 11:38:22

თურქეთში სამგზავრო მიკროავტობუსს ცეცხლი იმდროს გაუჩნდა როდესაც მძღოლს მგზავრები გადაჰყავდა.

ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიწვა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია, 15 კი დაშავდა.

შემთხვევა სამგზავრო ავტობუსი ჩანაქკალეს პროვინციიდან დედაქალაქ ანკარას მიმართულებით მიემგზავრებოდა, როდესაც ქალაქ ბალიქესირთან ახლოს, ავტომაგისტრალზე ცეცხლი გაუჩნდა.

გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ადგენს, პირველადი ინფორმაციით ცეცხლი ავტობუსის სალონში გაჩნდა და შემდეგ გავრცელდა.