ავარია რუსთავი-ფონიჭალის გზაზე

2019-08-03 10:26:03

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-ფონიჭალის გზაზე.

არსებული ინფორმაციით "ჰონდა"-ს მარკის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ჯების შეეჯახა.

როგორც მძღოლმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, მაგისტრალზე მას გზა ტრაილერმა გადაუჭრა რის შემდეგაც მოხდა ავარია.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.