რუსთავის მერიაში ერასმუს პლუსის პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა.
საბერძნეთის, პოლონეთის, უკრაინასა და საქართველოს წარმომადგენელ 33 ახალგაზრდას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა შეხვდა.
18-დან 25 წლამდე ახალგაზრდები, ერთი კვირის განმავლობაში, მიგრაციისა და ურბანიზაციის პრობლემებზე იმუშავებენ.
"პროექტი ხორციელდება, ერასმუს პლუსის პოლონეთის ნაციონალური სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის "Stay Active" ფარგლებში. ჩვენ გვყავს პოლონეთის, საბერძნეთის, უკრაინის და საქართველოს წარმომადგენლები. 33 ახალგაზრდა, რომელიც 1 კვირის განმავლობაში მიგრაციისა და ურბანიზაციის პრობლემების შესახებ ერთმანეთს უზიერებს გამოცდილებას" - განაცხადა ალტერნატიული განათლების აკადემიის დირექტორმა არჩილ ფოლადაშვილმა
ახალგაზრდები რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში 1 კვირის განმავლობაში იცხოვრებენ.