ჩანჩქერზე მამაკაცი დაიღუპა

2019-08-01 22:19:05

ლაგოდეხში, სოფელ გურგენიანში, მდინარე ნინოსხევის ჩანჩქერზე გერმანელი ტურისტი დაიღუპა.

მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილს გურჯაანში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

გერმანელი ტურისტი მეუღლესთან ერთად ლაგოდეხში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.

ოჯახი ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა.