სუიციდის მცდელობა რუსთავში [video]

2019-08-01 00:39:31

რუსთავში, ტაშკენტის ქუჩაზე მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. [ვიდეო/video]

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი მაღალსართულიანი კორპუსის მე-4 სართულიდან გადახტომას აპირებდა.

ადგილზე რუსთავის სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

მაშველებმა და სამართალდამცველებმა 43 წლის მამაკაცთან მოლაპარაკებები აწარმოეს და დაარწმუნეს რომ არ გადმომხტარიყო.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი დახმარება გაეწევა.

მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.