რუსთაველი ახალგაზრდები პოლონეთში გაემგზავრებიან

2019-07-31 18:48:46

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და საკრებულოს რუსთავის განვითარების, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გიგა ჯღარკავა, იმ ხუთ რუსთაველ ახალგაზრდას შეხვდნენ, რომლებიც პოლონეთში, ქალაქ გდინიაში გამართულ ბიზნესკვირეულში მიიღებენ მონაწილეობას.

მაღალი კონკურენციის პირობებში კომისიის მიერ შერჩეულ იქნა 5 ახალგაზრდა:

1. გიორგი გარდავა. 21-ე სკოლა
2. თიკო მაღლაფერიძე. სკოლა "მილენიუმი"
3. მათე გუმბერიძე. მე-10 სკოლა
4. მარიამ ქავთარაძე. მე-14 სკოლა
5. მარიამ ბირთველიშვილი, მე-16 სკოლა

 

გიგა ჯღარკავამ, რომელიც ახალგაზრდების ჯგუფს უხელმძღვანელებს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

17-24 აგვისტოს პოლონეთის ქალაქ გდინიაში, „GDYNIA ADVANCED BUSINESS WEEK 2019“ ბიზნესკვირეული იმართება. კვირეულში მონაწილე ახალგაზრდები კონკურსის წესით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეარჩიეს