გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1 აგვისტოს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავი მშენებელთა ქუჩაზე, სართიჭალაში, მუღანლოში, თელეთში, სიონის უბანში და მიმდებარე ტერიტორიაზე.
12:00-დან 16:00 საათამდე - გარდაბანში აზიზბეკოვის, აღმაშენებლის, 1 მაისის, გამარჯვების და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს ქესალო,ნაზარლო, კაპანახჩი, ლელაშხა და მიმდებარე სოფლებს.
11:30-დან 20:00 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს ლეჟბადინი, პირველი ქესალო, ქურთლიარი, კირაჩ-მუღანლო, კაპანახჩი და მიმდებარე სოფლებს, იაღლუჯის დასახლებას. 12:00-დან 18:30 საათამდე - სოფლებს კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ახლომახმუდლო, ბეითარაბჩი და მიმდებარე სოფლებს.
11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტალავერი, კუდრო, ხატისოფელი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.