საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ანატოლი ბოისა რუსთავის საკალათბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იქნება.
ახალგაზრდა სპორტსმენი ამბობს, რომ მისი მიზანი, რუსთავის საკალათბურთო გუნდის სუპერლიგაში დაბრუნებაა.
"რუსთავი ჩემი ქალაქია, უზომო მიყვარს. ყოველი ჩემი ჩასვლა ნათელ მოგონებებთან არის დაკავშირებული, მე მიხარია რომ კალათბურთი, ჩემი ცხოვრება და ყველაფერი აქ დავიწყე და ახლა ახალ ეტაპსაც რუსთავში ვიწყებ, უკვე როგორც მწვრთნელი. დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა სადაც მე პირველად დავარტყი ბურთი ახლა უკვე ოფიციალურად ვიწყებ მწვრთნელობას. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, იმედია მომეცემა საშუალება, რომ ჩემი გეგმა რეალობაში მოვყვანო და განვახორციელო, რუსთავის კალათბურთს კარგი და ნათელი შევმატო.
ჩემი მიზანი არის, რომ რუსთავის გუნდი დაბრნდეს სუპერლიგაში. რუსთაველ ახალგაზრდებს და ბავშვებს დავეხმარო ინდივიდუალურად განვითარებაში. მე აუცილებლად შევეცდები ჩავატარო ღია ვარჯიში კვრაში ერთხელ, ნებისმიერი მსურველისთვის, რადგან ვანახოთ თუ რა არის სწორი ვარჯიში, სწორი მიდგომა, რომ ყველას ქონდეს ერთნაირი შესაძლებლობა განვითარებისთვის" - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას ანატოლი ბოისამ.