ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) განიხილავს საქართველოს მთავრობის წინადადებას შეღავათიანი კრედიტის დამტკიცების თაობაზე. არსებული გეგმის მიხედვით, 10 მილიონი ევროს დაფინანსებით, 100 ავტობუსის შეძენა უნდა მოხდეს, რომლებიც რუსთავზე, გორზე, ქუთაისზე, თელავზე და ზუგდიდზე უნდა გადანაწილდეს.
ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით, ახალი ავტობუსები დიზელზე იმუშავებს და ისინი ევრო 5-ის ემისიების სტანდარტს დააკმაყოფილებენ.
პროგრამა EBRD-ის მხრიდან საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების გაწევასაც მოიცავს. პროექტის ჯამური ღირებულება 11,800,000 ევრო (38,468,000 ლარი იქნება) შესაბამისად, ერთი ავტობუსის ღირებულება დაახლოებით 384,680 ლარს შეადგენს.