ვახტანგ ალავიძე გარდაიცვალა

2019-07-30 12:29:36

რუსთავის საბავშვო საყმაწვილო თეატრის რეჟისორი, ვახტანგ ალავიძე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

ცნობილი რეჟისორი რუსთავის საბავშვო თეატრში რამდენიმე ათეული წლის მანძილზე მოღვაწეობდა. ვახტანგ ალავიძე პატარა მაყურებლებს ქართული თეატრალური სივრცისთვის სრულიად ახალ სანახაობს სთავაზობდა.

ვახტანგ ალავიძე რუსთავში დიდობანას ხელმძღვანელიც გახლდათ.

ინფო რუსთავი მწუხარებას გამოთქვამს რეჟისორის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.