რუსთავში, 45 წლის მამაკაცმა ბასრი საგნით თვითდაზიანება ყელის არეში მიიყენა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა სუიციდი სცადა.
დაშავებული ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ჭრილობა დაუმუშავეს და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
სამედიცინო დაწესებულებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ პაციენტი მოგვიანებით რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოათავსეს.