რუსთავში, მე-20 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, კორპუსის მაცხოვრებლებმა მე-9 სართულზე ხანძარი და კვამლი შენიშნეს, რის გამოც 112-ში დარეკეს.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მამაკაცი საცხოვრებელი სახლის სახურავზე მწვადს წვავდა.