ხმაურიანი დაკავება რუსთავში [video]

2019-07-29 21:42:05

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე პოლიციამ 28 წლის მამაკაცი დააკავა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით საპატრულო პოლიციამ "რენოს" მარკის ავტომობილის მძღოლს ავტომობილის გაჩერება მოსთხოვა, როს შემდეგაც მან სიჩაქარეს მოუმატა.

მას შემდეგ რაც საპატრულო პოლიციამ გზა გადაუკეტა "რენოს" მარკის ავტომობილის მძღოლმა მანქანა მიატოვა და ერთერთი კორპუსისკენ გაიქცა.

პატრულის თანამშრომლები გამოეკიდნენ და სადარბაზოსთან დააკავეს. მოგვიანებით გაირკვა რომ მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქეა, 700 აბამდე ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბი აღმოაჩნდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაკავებული დუმილის უფლებას ინარჩუნებს.