გერმანიაში 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
ბავშვს მამაკაცმა ხელი ჰკრა და ჩქაროსნული მატარებლის ქვეშ ჩააგდო. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
შემთხვევა ქალაქ ფრანკფურტის რკინიგზის მთავარ სადგურზე მოხდა. გავრცელებული ცნობით, კაცმა 8 წლის ბიჭი ბაქანიდან გადააგდო, რის შემდეგაც ბავშვის დედის ჩაგდებაც სცადა.
მომხდარის შემდეგ ბოროტმოქმედმა გაქცევა სცადა, თუმცა ის თვითმხილველებმა დააკავეს.