საცხოვრებელი კორპუსების გზების რეაბილიტაცია

2019-07-29 17:29:05

რუსთავში რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის ეზოების გზების რეაბილიტაცია იგეგმება.

შიდაკვარტალური გზები შემდეგ მისამართებზე რაბილიტირდება: სპორტის ჩიხის და მიმდებარე ეზოების (ფიროსმანის #9, 11, 13, სპორტის ჩიხის #9ა, 11ა, 13ა, 12ა, 14ა, 16ა, სპორტის #4, 6, 8, მშენებელთა #10, 12, 14, 16, 18, ოდიშარიას #23, 25, 27).

რუსთავის მერიამ გზის საფარის მოსაწესრიგებლად ტენდერი 436 011 ლარზე უკვე გამოაცხადა.