მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-07-28 18:18:47

29-30 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 29 ივლისს ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, ხოლო აღმოსავლეთ საქრთველოს ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 29 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 29 ივლისი +33°C, 30 ივლისი +37°C, 31 ივლისი +36°C, 1 აგვისტო +35°C.