რუსმა ქართველი ცემით მოკლა

2019-07-27 22:09:34

საბერძნეთის ციხეში რუსმა პატიმარმა ქართველი პატიმარი ცემით მოკლა.

ბერძნული მედიის ცნობით საკანში 35 წლის რუსეთის მოქალაქე და 45 წლის საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა.

მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა რა დროსაც ქართველმა მამაკაცმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ციხეში მამაკაცები სასჯელს ქურდობის გამო იხდიდნენ.