"რუსთავს" ახალწვეულები ჰყავს [photo]

2019-07-27 12:19:28

საფეხბურთო კლუბ "რუსთავს" ახალწვეულები ჰყავს.

ბოლო პერიოდში, რუსთავის "რუსთავი" საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ფეხბურთელით გაძლიერდა. კლუბს 27 წლის შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამაძე დაემატა.

ძალამაძე პოლონეთის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა 6 სეზონის განმავლობაში: " ვიძევი", " იაგელონია", " გურნიკი"; აგრეთვე უთამაშია თურქეთის უმაღლეს ლიგაში: "რიზესპორი" და რუმინულ "იუვენტუსში".

2018 წლის პირველი ნახევარი გაატარა თბილისის "დინამოში", ბოლო კლუბი კი, რუსეთის პირველი ლიგის "ბალტიკა" იყო.

ნიკა ძალამიძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც იწვევდნენ, რომლის შემადგენლობაში 7 მატჩი ჩაატარა.

ძალემაძემდე რუსთავის "რუსთავი" რამდენიმე წარმატებული ფეხბურთელით გაძლიერდა, ესენია: გიორგი ვასაძე, გიორგი ლაცაბიძე, დათა სიჭინავა, ლუკა ნოზაძე, რაფაელ დე ლა სოუზა.

ლუკა ნოზაძე 22 წლისაა და ის ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშებს. ნოზაძე 2014-15 წლების სეზონში რუსთავის "მეტალურგში" თამაშობდა, ბოლოს კი ირანის უმაღლესი ლიგის გუნდ "სეფიდრუიდის" ღირსებას იცავდა.

დათა სიჭინავა რუსთავის "რუსთავის" შემადგენლობაში 1 წლის წინ შედიოდა და პაუზის შემდეგ ისევ გუნდს დაუბრუნდა. სიჭინავა ბოლოს საფეხბურთო კლუბ "ცხინვალში" თამაშობდა, სადაც 13 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

საფეხბურთო კლუბ "რუსთავს" ასევე დაემატა 24 წლის მარცხენა მცველი, გიორგი ლაცაბიძე. ლაცაბიძე ბოლოს "ვიტ ჯორჯიაში" თამაშობდა, სადაც 18 მატჩი ჩაატარა. ასევე, ის 2017-18 წლებში საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" ღირსებას იცავდა.

გიორგი ვასაძე ნახევარმცველია და ის 30 წლისაა. რუსთავის "რუსთავის" ღირსებას ის ერთხელ უკვე იცავდა, 2017 წელს, მაშინ, როცა გუნდმა ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა. ვასაძე ბოლოს თბილისის "ვიტ ჯორჯიაში" თამაშობდა, სადაც 52 მატჩი ჩაატარა.

საფეხბურთო კლუბ "რუსთავში" ახალწვეულებზე დიდ იმედებს ამყარებენ.