ბრაზილიაში პოლიციელებად გადაცმულმა ყაჩაღებმა სან-პაულუს აეროპორტიდან 750 კილოგრამი ოქრო გაიტაცეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ბრაზილიის პოლიციაზე დაყრდნობით წერს. [ვიდეო/video]
უცნობი პირები სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდი აეროპორტის სატვირთო ტერმინალში „პოლიციის ავტომობილებით“ მივიდნენ. ბოროტმოქმედებს პოლიციის ფორმა ეცვათ, რამდენიმე მათგანს კი იარაღიც ჰქონდა.
მათ აეროპორტის თანამშრომლებს ოქროს ერთ-ერთი ავტომობილის საბარგულში ჩაწყობა უბრძანეს, ორი მძევალი აიყვანეს და აეროპორტი დატოვეს.
წაღებული ოქროს ღირებულება 40 მილიონი დოლარია. ამჟამად პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.