წყალში თავს როგორც თევზი ისე გრძნობს და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გოგო მოცურავეა.
21 წლის თეონა ბოსტაშვილი ოლიმპიელია, სპორტსმენისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულის მფლობელი და ის რუსთაველია.
ცურვა 9 წლის ასაკიდან დაიწყო. წყალში პირველად ჯანსაღი ცხოვრების დასაწყებად შეცურა და მას შემდეგ უკან გამოსვლაზე აღარც უფიქრია.
საქართველოს არაერთგზის ჩემპიონია ცურვაში და ბევრ წარმატებას მიაღწია მსოფლიო ასპარეზზე სამშობლოს სახელით.
საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობა 2009 წლიდან დაიწყო და მისი პატარა ასაკობრივი დიაპაზონის მიუხედავად, უამრავი საპრიზო ადგილის მფლობელია. იღებს როგორც პირველი, ისე სხვადასხვა სინჯის მედლებსაც.
2009 წელი - გიუმრი, საერთაშორისო ჩემპიონატი.
2011 წელი - ანკარა, მსოფლიო ბავშვთა თამაშები.
2013 წელი - ბარსელონა, მსოფლიო ჩემპიონატი ცურვაში.
2014წელი - პრაღა, ევროპის თასის გათამაშება ტრიატლსა და ბიატლში.
2014 წელი - გვატემალა, მსოფლიო ჩემპიონატი ხუთჭიდში. ბრინჯაოს მედალი ბიატლში (ცურვა, სირბილი).
2012-2014 წლები - ხდება მრავალგზის ჩემპიონი ღია წყალზე ცურვაში (5 კილომეტრიანი მარათონი).
2015 წელი - კაზანი, მსოფლიო ჩემპიონატი ცურვაში.
2015 წელი - ბათუმი, მსოფლიო ჩემპიონატი ხუთჭიდში. ოქროს მედალი ტრიატლში (ცურვა, სირბილი, სროლა) და ვერცხლის მედალი ბიატლში (ცურვა, სირბილი).
2016 წელი - რიო დე ჟანეირო, ოლიმპიური თამაშები. ოფიციალურად ხდება ოლიმპიელი.
აღსანიშნავია, რომ თეონას მწვრთნელი დედამისი,ნინო გოგინაშვილია, რომელმაც არაერთი რუსთაველი მოცურავე აღზარდა. ამ ეტაპზე კი 21 წლის ოლიმპიელი, თეონა ბოსტაშვილი თავად ასწავლის პატარებს ცურვას და როგორც აღნიშნავს, ამ საქმით ძალიან ბედნიერია.