26 ივლისს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-07-25 17:35:41

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 10:00-დან 18:10 საათამდე ქ.რუსთავში ფალიაშვილის, თბილისის, მაჩაბელის, მეგობრობის, ვაჟა-ფშაველას, მელიქიშვილის და მიმდებარე ქუჩებს. 10:10-დან 10:20 საათამდე და 18:00-დან 18:10 საათამდე ყაზბეგის, ცურტაველის, გორის, ვახუშტის, იალღუჯის და მიმდებარე ქუჩებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში  10:00-დან 17:00 საათამდე სოფლებს  ხოჯორნი, წერაქვი, სიონი, გულუბახი, ოფრეთი და მიმდებარე სოფლებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 11:00-დან 14:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით  სოფლებს  ნახიდური, ცურტავი, მუღანღლო, ტალავერი, მუხრანა, ქვემო ბოლნისი და მიმდებარე სოფლებს, ასევე დაბა თამარისის,  დაბა კაზრეთს. 15:00-დან 16:00 საათამდე სოფლებს რატევანი, აკაურთა, ზვარეთი, მამხუტი. ქ.ბოლნისში სიონის, მაშავერას, სანაპიროს, სულხან-საბას და მიმდებარე ქუჩებს.

11:15-დან 15:00 საათამდე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სტალინის, კეცხოველის, მუსხელიშვილის, ჯავახიშვილის, დუმბაძის, თავდადებულის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებს.

12:00-დან 18:00 საათამდე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს ქესალო, ნაზარლო, კაპანახჩი, ლელაშხა, აზიზბეკოვი, ქ.გარდაბანში ოქტომბრის, 1 მაისის, კოსმოდემსკაიას, გამარჯვების და მიმდებარე ქუჩებს.

12:00-დან 19:30 საათამდე დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს იფნარი, ორმაშენი, ბახჩალარი, საჯა, კიზილაჯლო.სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.