რუსთავში, მერიის წინ, ორი კაფე აშენდება - ამის შესახებ საკრებულოს სხდომათა დარბაზში რამდენიმე დღის წინ იმსჯელეს და საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
არსებული ინფორმაციით, კვების 2 ობიექტი მერიის წინ არსებული შადრევნის მარჯვენა და მარცხენა მხარეს აშენდება.
თანამედროვე დიზაინის, ორი ერთნაირი კაფე შადრევნის საპირისპირო მხარეს აშენდება. შენობები ორსართულიანი იქნება და გარე ფასადი ღია ფერებში შეიღებება. ობიექტების მეორე სართულზე მოეწყობა ვერანდა, ასევე კაფეს ეზოში, ღია ცის ქვეშ, განთავსდება მაგიდები.