დასაქმების ფორუმი რუსთავში

2019-07-24 13:23:31

საკრებულოში დასაქმების ფორუმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

რუსთავის საკრებულოში საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი მიკროსაფინანსო "ქართული კრედიტის" წარმადგენელს  შეხვდა და მათ მიერ შემოთავაზებული ვაკანსია განიხილეს.

როგორც "ინფო რუსთავთან" საუბრისას "ქართული კრედიტის" წარმომადგენელმა განაცხადა, მიკროსაფინანსო აცხადებს ვაკანსიას და სტაჟირებას გაყიდვების ოფიცერის პოზიციაზე.

"ქართული კრედიტის" გამოცხადებული სტაჟირება იქნება 2 თვიანი, ანაზღაურებით. პირველ ეტაპზე 10-მდე სტაჟიორის მიღება არის შესაძლებელი. გარდა სტაჟიორებისა გამოცდილი საკრედიტო ოფიცერის თანამდებობაზე ცხადდება ვაკანსია, იმ ადამიანებს ვისაც აქვს გამოცდილება და სურვილი ეს პოზიცია დაიკავონ, რა თქმა უნდა, მათ კანდიდატურასაც განვიხილავთ".

რეზიუმეს გაგზავნა შეგიძლიათ მეილზე:
vacancy@geocredit.ge