ახალმა საბანკო რეგულაციებმა, როგორც მთელს საქართველოში, ისე რუსთავში არსებულ ტექნიკის მაღაზიებსაც მძიმე დარტყმა მიაყენა.
სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლების თქმით, მათ საქონლის რეალიზაცია თითქმის გაუნახევრდათ. მათივე ინფორმაციით, გაყიდვების დიდი წილი სწორედ განვადებებზე მოდიოდა, ამიტომაც თითქმის შეჩერებულმა განვადებებმა და შემცირებულმა კლიენტურამ კომპანიებს სერიოზული ფინანსური ზიანი მოუტანა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავში არსებულმა რამდენიმე ტექნიკის მაღაზიამ გამოსავალი ახალ სისტემაზე გადასვლაში მოძებნა. აღნშნული სავაჭრო ობიექტები მომხმარებელს საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის ახალი სტანდარტით - შიდა განვადებით სთავაზობენ, თუმცა მათი წარმომადგენლები მაინც საუბრობენ გამკაცრებული რეგულაციების გადახედვის საკითხხის აუცილებლობაზე.
შეგახსენებთ, რომ ბანკების მიერ სესხების გაცემა მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის შემდეგ ხდება. რუსთაველები კი ამბობენ, რომ ქალაქში მოსახლეობა ძირითადად თვითდასაქმებულია და შემოსავლებს ვერ ადასტურებს, ამიტომ განვადებაზეც უარს ეუბნებიან.