24 ივლისს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-07-23 19:15:39

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 ივლისს 14:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქ. რუსთავში შარტავას, ქუთაისის ქუჩებზე, მე-7 და მე-8 მიკრორაიონებში.

11:30-დან 19:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს იფნარი, კიზილაჯლო, ორმაშენი, ბახჩალარი, საჯა.

11:00-დან 19:00 საათამდე - თეთრისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს დიდი ირაგა, ჭივჭავი, სამღერეთი, შიხილო, ქვემო ახალშენი და მიმდებარე სოფლებს.

11:30-დან 20:00 საათამდე - მანეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს კაჩაგანი, აღმამედლო, ტაკალო, ქირაჩ-მუღანლო, ხანჯიგაზლო და მიმდებარე სოფლებს. 12:00-დან 15:00 საათამდე - სოფლებს ბაიდარი, ქურთლიარი, დოლისყანა, მეორე ქესალო და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.