აშშ მიგრანტების დაჩქარებული წესით დეპორტაციას იწყებს

2019-07-23 13:22:01

აშშ-ის მთავრობა მიგრანტების დეპორტაციას სასამართლოს გვერდის ავლით, დაჩქარებული წესით შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ახალი წესის თანახმად, მიგრანტებს, რომლებიც ვერ დაადასტურებენ, რომ ქვეყანაში 2 წელზე მეტხანს ცხოვრობენ, შესაძლოა ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება მოუწიოთ.

აქამდე დაჩქარებულად დეპორტაცია მხოლოდ მათზე ვრცელდებოდა, ვინც აშშ-ის საზღვართან ახლოს იყვნენ დაკავებული და ქვეყანაში მათი ყოფნის დრო 2 კვირაზე ნაკლები იყო.