მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ხულოში. დაიღუპა ერთი ადამიანი და სამი კი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. ავარიის დროს სამარშრუტო ტაქსი ამოტრიალდა.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, მიმდინარეობს გამოძიება.
შსს-ში ინფო რუსთვს განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი